დღეს ჩვენ ამ სიკეთეს ვანადგურებთ. არაფერს ვამბობ იმ ხეებზე რომლებიც ითხრება გაიხარებს თუ არა მხოლოდ ღმერთის ნებაა, ისე კი ეკო გარემოდან ასე ხელოვნურად ამოგლეჯა და გადატანა თავისთავად უარყოფითად იმოქმედებს მის მომავალზე. რა გვრჩება ამოთხრილ ადგილას?! გვრჩება განადგურებული ჰუმუსის ფენა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, არცერთი მცენარე არ გაიხარებს გამოფიტულ ნიადაგში, გვრჩება უზარმაზარი ორმოები, რომლებიც მალე გაივსება წყლით და დაჭაობდება. და გვრჩება გამადგურებული გარემო რომელიც ვიზუალურად საშინელი დასანახია.ჩემი აზრით გადათხრილ ლანდშაფტს აღარაფერი ეშველება, რომც მოინდომონ ვერ ამოავსებენ, ამოვსება გამოიწვევს სხვა ადგილას მიწის მოთხრას და აქ ჩაყრას, რაც უფრო დაამძიმებს სიტუაციას. ასე რომ ახალი ჭაობების გაჩენა გარდაუვალია, დროთა განმავლობაში ეს თხრილები წყლით გაივსება ანუ მივიღებთ ისევ ჭაობებს თავისი მალარიით და სხვა დაავადებებით, მივიღებთ ღვარცოფეფს, მეწყერებს, წყლის მოვარდნებს და აშ. ამასა დიდი დრო არ სჭირდება ყველაზე მეტი 10 წელი შეიძლება უფრო ადრე ბუნება უკან გადაგვიხდის რაც დაუშავეთ და მივიღებთ განადგურებულ გარემოს და ეკომიგრანტებს.
ისტორიიდან თუ გავიხსენებთ დაჭაობებული იყო კოლხეთის დაბლობი საუკუნის უკან , აბა გაიხსენეთ რამდენი რესურსი და დრო დაჭირდა კოლხეთის ჭაობების დაშრობას?! გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა თავის დროზე. თქვენ როგორ გგონიათ ის ევკალიპტები რატომ იყო დარგული?! მცენარე გამოყოფს ზეთს, რომლის სუნი აფრთხობს მწერებს, ასე რომ ეს ევკალიპტები კოღოების საწინაღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ამის გარდა აქვს სამედიცინო დანიშნულებაც, რესპირატორული სისტემის დაავადებებისათვის,, ბაქტერეიების და სოკოს წინააღმდეგ , ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოთ ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.. ასე რომ გათვალეთ რა უფრო გიღირთ სამკურნალო ხე საკუთარ ეზოში, რომელიც ფილტვებს გისუფთავებთ , თუ ის ერთჯერადი თანხა, რომელსაც ღებულობთ ამ ხეების მოჭრაში?!
საერთოდ ის რაც გურიაში და აჭარაში ხდება არის დანაშაული საკუთარი ერის წინააღმდეგ. ადგილობრივ ხელისუფლებას აუჩემებია კერძო საკუთრებაა და ჩვენ ვერ ჩავერევითო, ეს არ არის სწორი მიდგომა, ყველგან (ამერიკაში ნამდვილად ასეა) საკუთარ ეზოში ხის მოჭრისთვის ნებართვა უნდა აიღო ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, მიუთითო რა საფრთხეს ქმნის ეს მცენარე და რატომ ჭრი. იგივე კანონი იყო იმ “შავბნელ საბჭოთა” ეპოქაშიც. ეხლა კი რა ხდება,ხელისუფლება ეძებს მიზეზს გაამართლოს თავისი უკანონო, უსუსური, უზნეო ქმედება, არ ვიცი ამას რა ქვია. ძალიან გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი.
]]>რა ზიანს აყენებს დიზელი გარემოს?
რამდენად უფრო საზიანოა დიზელის საწვავი ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
ასეთია განსხვავებები ამ ორ საწვავს შორის, ეს იმ შემთხვევაში როცა ავტომობილებს აქვს კატალიზური გადამრთველები და საწვავიც შესაბამისი ხარისხისაა. საქართველოს შემთხვევაში სულ სხვა მდგომარეობაა. ჩვენ თითქმის არ გვაქვს და თუ გვაქვს ძალიან მცირე რაოდენობის კატალიზური გადამრთველის მქონე ავტომობილები.ანუ ჩვენთან ორივე ტიპის ავტომობილები ერთნაირად აბინძურებენ ჰაერს. საქართველოს ოფიციალური სააგენტოების ინფორმაციით აზოტის ოქსიდების რაოდენობა და ჭვარტლის ნაწილაკების რაოდებობა ჰაერში მკვეთრად აჭარბებს დასაშვებ ნორმას. გოგორდის ოქსიდზე არ არსებობს ზუსტი მონაცემები ჰაერის დაბინძურების კუთხით, დოზელში კი გოგირდის ორჟანგის რაოდენობა დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აღემატება.
]]>
საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შერწყმის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მავანმა შეიძლება ეს სწორად მიიჩნიოს რადგან მსოფლიოში არსებობს ამის გამოცდილება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს ყოვლად მიუღებელია, პირიქით, უნდა მომხდარიყო გარემოს დაცვის სამინისტროს გაძლიერება. ჩვენ უნდა მიგვეღო უფრო ქმედითუნარიანი სამინისტრო რადგან საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევები ამ სფეროში. რამოდენიმე თემას შევეხები რომელიც დღეს დგას და ხვალ უფრო მწვავეთ დადგება ქვეყნის წინაშე:
ეს საკითხები და ბევრი სხვა ამ სამინისტროს პრეროგატივაა, ანუ უზარმაზარი სამუშაოა ჯერ კიდევ ჩასატარებელი.ახლა ისმის კითხვა შესძლებს კი მიერთებული სამინისტრო ამ საკითხების მოგვარებას?! ამას გარდა სამინისტროს შემადგენლობაში შედის სხვადასხვა სააგენტოები და სამსახურები, მათ რა ბედი ეწევათ? თუ მოხდება ის რაც უკვე დაემართა ტრანსპორტის სამინისტროს თავის დროზე, დაშლამ და მისი სამსახურების სხვადასხვა უწყებებზე გადანაწილებამ მიგვიყვანა იმ ქაოსამდე რაც ტრანსპორტის სფეროში გვაქვს. მეორე მაგალითი :თბილისში გამწვანებაზე კონტროლის ჩამორთმევამ და მერიაზე გადაცემამ სადამდე მიგვიყვანა ხედავთ ხე აღარ დატოვეს ქალაქში. მოკლედ ხომ შეიძლება როდესმე საკუთარ შეცდომებზე რამე ვისწავლოთ? ასეთი საკითხების ხელაღებით გადაჭრა არ შეიძლება. ამას უნდა გააზრებული შეთანხმებული პოლიტიკის შემუშავება, მითუმეტეს მაშინ როცა ამდენი გამოწვევები აქვს ქვეყანას ამ დარგში და აქვს ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე. ამ ვალდებულებებში გარემოს დაცვის საკითხები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ევროკავშირიც აღარ გვინდა, ჯანმრთელობაზე და გარემოზე არაფერს ვამბობ?!
ი. გრძელიშვილი 11/17/17
]]>2004 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ტყვია მიაკუთვნა პირველი კლასის ტოქსიურ ნივთიერებათა ჯგუფს, რაც ნიშნავს რომ ის არის მაღალი რისკის შემცველი ელემენტი. იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ტყვიის შემცველობის ნორმა 10 მგ/დლ , რაც თავისთავად ახდენს გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ მის ზემოთ მებისმიერი რაოდენობა დაუშვებელია განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
რატომ არის ტყვია საშიში
როდესაც ტყვია მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, ძირითადად ეს ხდება სასუნთქი ან საჭლის მომნელებელი ორგანოების გზით, კანის ზედაპირიდან, შემდეგ გადაინაცვლებს სისხლის ნაკადის საშუალებით სხეულის რბილ ქსოვილებში, აკუმულირდება ღვიძლში, თირკმელებში, თავის ტვინსა და ძვლებში. მისი ძირითადი გავლენა აისახება პერიფეროულ და ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე, თირკმელების ფუნქციონირებაზე, D ვიტამინის მეტაბოლიზმზე და კალციუმის ათვისებაზე. ტყვია გავლენას ახდენს ჰემოგლობინის სინთეზზე, რაც იწვევს ანემიას. საკმაოდ დიდ ცვლილებეს ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე. ბავშვები დაბადებიდან 6 წლამდე არიან განსაკუთრებულად მგრძნობიარე ტყვიისადმი, რადგან არ აქვთ განვითარებული “ჰემატოენცეფალური ბარიერი” ,რომელიც წარმოადგენს ტვინის ძირითად დამცავს ნეიროტოქსიური ქიმიკატების მიმართ .ბავშვების შემთხვევაში ტყვია ადვილად შეღწევადია და შეიძლება დააზიანოს ტვინი.
ტყვია შეიძლება გახდეს ბავშვების აგრესიული ქვევის, გონებრივი განვითარების კოეფიციენტის და სწავლის უნარის დაქვეითების,ჩვევითი პრობლემების, შენელებული ზრდის,ყურადღრების დეფიციტის სინდრომის,სმენის დაქვეითების, თავის ტკივილების, თირკმლის და ღვიძლის დაზიანების მიზეზი.
პროექტი რომელზეც 10 წლის წლის ვმიუშაობდი “ტყვია და ჯანმრთელობა” (ბრიშურა შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ჩემი ნაშრომებიდან) ჯერ კიდევ მაშინ ავღნიშნე რომ აუცილებელი იყი ჩატარებულიყო კვლევა საქაართველოს დიდ ქალაქებში და დაგვედგინა არის თუ არა ბავშვებში ტყვიის შემცველობა დაფიქსირებული და რამდენია. როგორც ჩემთვის ცნობილია აქამდე არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით. კალიფორნიის შტატის(აშშ) ჯანდაცვის დეპარტამენტმა 2017 წელს გამოაქვეყნა დადგენილება რომელიც ითვალისწინებს 24 თვიდან 6 წლამდე ბავშვებს ტყვიით მოწამლვლის გამოვლენისათვის სკრინინგის პროგრამის დაწყების შესახებ. (2) ეს პროგრამა შეეხება ბავშვებს რომლებიც ცხოვრობენ 1978 წლამდე აშენებულ სახლებში (რადგან საღებავებში გამოიყენებოდა ტყვია 1978 წლამდე აშშ-ში) და ემიგრანტ ბავშვებს იმ ქვეყნებიდან სადაც ტყვიის შემცველობა მაღალია, ასევე იმ ბავშვებს რომლებსაც არ არიან ტესტირებული ორი წლის მანძილზე.აქ იმის თქმა მინდა რომ ეს საკითხი დრესაც აქტუალურია ამერიკაში, მიუხედავათ იმისა რომ დაახლოებით 20 წელია ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი ერთეული შემთხვევა ყოველთვის განსჯის საგანია.
ამ პროგრამამ გამახსენა 2014 წლის 15 იანვარს საქართველოში გამოქვეყნებულმა სტატიამ ‘სუფრის მარილში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა”(3) ამან ერთხელ კიდევ დამარწმუნა არის ტყვია ჩვენს გარშემო საკვებში, ჰაერში თუ ვინ იცის ალბათ წყალშიც. 2017 წელს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სუნელებში ტყვიის აღმოჩენამ, რასაც სათანადო ყურადღება არ მიექცა. ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ან არ გვინდა გავაცნობიეროთ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ საქართველოში არ შემოდის ტყვიის შემცველი საწვავი. თუ ეს სიმართლეს შეეფერება, აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი საწვავზე და მოხდეს მარკირება ისევე როგორც ცივილურ ქვეყნებში ხდება. საწვავის კონტეინერს უნდა ეწეროს “არ შეიცავს ტყვიას” და მომხმარებელს ეცოდინება რომელ საწვავში არ არის ტყვია და მას შეიძენს. მოკლედ დიფერენცირებაც არ ხდება ჩვვენთან. (ამ საკითზე დაწვრილებით ვისაუბრე წინა სტატიებში, ეხლა აღარ გავაგრძელებ)ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტრო აწარმოებს ჰაერის მონიტორინგს თბილისის რამდენიმე უბანზე, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის ფართოდ გავრცელებული. მაგალითად როდესაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი ნორმაზე მაღალია უნდა მოხდეს მედია საშუალებებით მოსახლეობის გაფრთხილება და რეკომენდაციების მიცემა. მანამდე მეგობრებო ვისაც პატარა ბავშვები გყავთ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს
თუ თქვენ ბავშვს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: ჰიპერაქტოურობა, გაღიზიანება, ფსიქიური აშლილობა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ძილის პრობლემები, გაურკვეველი წარმოშობის მუცლის ტკივილი, აგრესია მიმართეთ ექიმს და მოითხოვეთ ანალიზი ტყვიის კონცენტრაციის დასადგენათ სისხლში ან თმაში. (თმის ანალიზი უფრო ხელმისაწვდომია საქართველოში)
როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება
სახელმწიფომ თავის მხრივ უნდა აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი ტყვიაზე ჰაერის, ნიადაგის, წყლის, და ყველა შესაძლო დაბინძურებული პროდუქციის, შეიმუშაოს სკრინინგის პროგრამა და შემოწმდეს ქვეყნის მასშტაბით 6 წლამდე ასაკის ბავშვები ტყვიის შემცველობაზე სისხლში. ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ რა პრობლემის წინაშე ვართ და შემდეგ მოამზადოს საკანონმდებლო ბაზა და შეიმუშაოს სხვადასხვა ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.
ი. გრძელიშვილი 18/10/17
]]>დასახელება “სმოგი” პირველად გაჩნდა ბრიტანულ პრესაში. 1905 წელს გაზეთ “Daily Graphic”-ში დაიბეჭდა სტატია ლონდონში სმოგის არსებობის შესახებ, სტატიაში ლონდონის თავზე გაჩენილ ნისლის ღრუბელს ეწოდა “smoky fog”, რომლის ქართული შესატყვისი სავარაუდოთ იქნება “ნისლში გახვეული გამონაბოლქვი”. “სმოგი” წარმოიქმნება ჰაერის დაბინძურების შედეგად, იგი დამახასიათებელია დიდი ქალაქებისათვის, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია. ( 1)არსებობს სმოგის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები:ქვანახშირი: ქვანახშირის წვის შედეგად გამოიყოფა ჭვარტლის ნაწილაკები, აზოტის და გოგირდის ორჯანგი, რომელიც ნესტიან გარემოში წარმოქმნის გოგორდის სულფატებს, მათ შორის გოგირდის მჟავას. ამის კლასიკური მაგალითი იყო ლონდონის სმოგი, რომელმაც კონცენტრირება დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და პიკს მიაღწია 1952 წლის დეკემბერში, როდესაც ოფოცოალური მონაცემებით 4000-მდე ადამიანი დაიღუპა რესპირატორული პრობლემებით ბრიტანეთში .(2)
ავტოტრანსპორტი: სმოგის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. ავტომობილის საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი არის ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი.ძირითადი ნაeრთები, რომლებიც გამოიყოფა გამონაბოლქვიდან არის:ნახშირორჟანგი ( CO), ნახშირორჟანგი(CO2)ნახშირწყალბადები(HC), აქროლადი ორგანული ნაერთები VOC(),გოგირდის ორჟანგიSO2( )და აზოტის ოქსიდები(NOX. NO) . გამონაბოლქვიდან გამოყოფილი აზოტის ორჟანგი და აქროლადი ორგანული ნაერთები მზის სხივების ურთიერთქმედებით წარმოქმნის ‘ ოზონის დაბალ ფენას’ რაც მტვრის ნაწილაკებთან ერთად(PM) შეტივნარდება და ვღებულობთ “ფოტოქიმიურ სმოგის” ღრუბელს დაბალ ატმოსფეროში. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურებულია ზაფხულში და ვიზუალურად ვხედავთ ღრუბელს გაწოლოლს ქალაქის თავზე.
სმოგის გავლება ჯანმრთელობაზე: ყველა ნაერთი, რომელიც სმოგს წარმოქმნის საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის:(3)
პრევენცია: განვითარებულ ქვეყნებში არსებობს ჰაერის დაბინძურების ხარისხის განმსაზღვრელი სხვადასხვა კრიტერიუმები, მათ შორისაა “ჰაერის დაბინძურების ინდექსი”, რომელიც გვამცნობს მიწისზედა ოზონის დონეს, ეს ინპორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია გარემის დაცვის საიტის საშუალებით და პრესის საშუალებით აფრთხილებს მოსახლეობას მაღალი დაბინძურების დროს. საქართველოში ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული, არ ხდება მოსახლეობის გაფრთხილება.
მაღალი ტემპერატურის პირობებში სასურველია გავერიდოთ ქალაქს, განსაკუთრებით ბავშვები და ასაკოვანი მოსახლეობა მიეკუთნება მოწყვლად ჯგუს, თუ ქალაქში რჩებით ერიდეთ გარეთ გასვლას, აქტივობებს, ვარჯიშს, გარეთ მუშაობას. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის ასტმის და ალერგიის მქონე ადამიანები.
]]>
ბისფენოლი არის ორგანული სინთეტური ქიმიური ნაერთი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა პლასტმასების წარმოებაში, განსაკუთრებით ფართო მოხმარების პლასტმასის პროდუქციის (ბოთლების, საწოვარების, საბავშვო საკვების კონსერვების შიდა ფენის დაფარვისათვის,) ასევე წყლის მილების და სხვა პროდუქციის წარმოებაში. მხოლოდ 2015 წელს წარმოებული იქნა 4 მილიონი ტონა ბისფენოლი პოლიკარბონატული პლასტმასის წარმოებაში.ეს მას შემდეგ რაც 2008 წელს საბავშვო პლასტმასების წარმოებაში აიკრძალა ბისფენოლის გამოყენება შემდეგი მიზეზის გამო:
ბისფენოლი ცნობილია როგორც ენდოკრინული სისტემის , უფრო ზუსტად თიროიდის გამანადგურებელი ნაერთი, განსაკუთრებით ორსულებზე და ჩვილებზე მოქმედებს უარყოფითად. პოტენციურად არის დიაბეტის, ჭარბ წონიანობის, მკერდის და პროსტადის კიბოს, უნაყოფობის გამომწვევი ქიმიური ნაერთი. განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისათვის, რადგან მათი ორგანიზმი ვითარდება , იმუნური სისტემა ჯერ არ არის საკმარისად ძლიერი, რომ გამოდევნოს ნაერთი სისტემიდან.
ბისფენოლის გამოყენება საბავშვო პროდუქციაში (ბოთლები, საწოვარები, ჭურჭელი და სხვა) აკრძალულია კალიფორნიის და აშშ-ს ბევრ შტატში, ევროგაერთიანების ქვეყნებში, კანადაში, ჩინეთში, გაერთიანებულ არაბთა ემირატებში, მალაიზიაში.
გაითვალისწინეთ შემდეგი:
რა ვიცით პლასტმასის შესახებ, რა სახის დანამატებს შეიცავენ ისინი, რა ზიანი მოაქვთ და როგორ უნდა გავარჩიოთ პლასტმასის პროდუქცია?!
არსებობს 7 ძირითადი ტიპის პლასტმასები, რაც კლასიფიცირდება იმის მიხედვით , თუ რა სახის პროდუქცია მზადდება მისგან და შეიძლება თუ არა მისი ხელახალი გამოყენება აბ გადამუშავება. ნებისმიერი პლასტმასის პროდუქციას ძირზე აქვს სამკუთხედი სამარკო ნიშანი სამკუთხედის შიგნით აწერია ციფრი 1,2,3,4,5,6 ან 7. ეს არის იდენტიფიკაციის კოდი, რომელიც გვეუბნება თუ რა ტიპის პლასტმარი არის გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში.(1)
ის რასაც ახლა დავწერ თითქოს ყველა ვიცით, ალბათ თეორიულად ვიცით რომ ეს ასეა მაგრამ რეალობაში არ ვაცნობიერებთ ურბანული გარემოსათვის რაოდენ დიდი დატვირთვა აქვს თითიეულ ხეს.მარტივად და ქრონოლიურად ჩამოვწერ ხის სარგებლობის შესახებ, უბრალოდ ფაქტებს გაგახსენებთ:
საინტერესო ბროშურას-“გზამკვლევს მოგზაურებისათვის” გადავაწყდი ინტერნეტში (1) გამოცემულია ინგლისურ ენაზე 1914 წელს. ავტორი კარლ ბაიდეკერი. გრამკვლევი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას მოგზაურებისათვის: მოგვითხრობს ისტორიის, გეოგრაფიის , მოსახლეობის, საინტერესო ადგილების, ფასების შესახებ. ასევე რუკებსა და სურათებს მოიცავს დაწყებული ფინეთიდან ჩინეთამდე, მოკლედ უდაოდ ბევრის მომცველი საინტერესო ინფორმაციაა თავმოყრილი.. მე რათქმაუნდა საქართველო მოვძებნე და ჩემთვის ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე. მაგალითად:
ბათუმი: მოგზაურობა იწყება ბათუმიდან, ერთვის ბათუმის რუქა, აღწერილია მთავარი ქუჩები: დასავლეთით ნავსადგურიდან არის ბაზრის ქუჩა, აღმოსავლეთით ნავთობის საწყობები, სანაპიროს მიუყვება ბულვარი საიდანაც პალმების ქუჩა მიგიყვანს ნეველის საკათედრო ტაძართან, აგებულია 1906 წელს. ბათუმიდან ექსპორტზე გადიოდა ძირითადად მანგანეცი, ნავთობი, აბრეშუმი და მატყლი. მოცემულია ინფორმაცია ბათუმოდან სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობა რა დაგიჯდებათ.
ქუთაისი: მოსახლეობა 57000, ცნობილი თავისი წიწვოვანი ხეებით, მაგნოლიებით, დაფნის ხეებით, მირტით(ეს არის მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე თეთრი სურნელოვანი ყვავილით) ცნობილი ნაკაშიძის ბაღი და ე.წ “ფერმები” .აღნიშნულია რომ ქუთაისი და მისი შემოგარენი დახუნძლულია სიძველეებით , აღწერილია ბაგრატი და გელათის ფრესკები.
თბილისი: ინფორმაცია თბილისზე საკმაოდ ტევადია. იწყება სასტუმროებით: “ლონდონი” და “ორიენტი”, ფასები 2-დან 10 რუბლამდე მერყეობს, საუბრობენ ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად, მისამართებიც მითითებულია მადათოვზე და გოლოვინსკზე მდებარეობდნენ. ასევე არის სხვა სასტუმროების სახელები და მისამართები. რესტორნები არის სასტუმროებში , ასევე დამოუკიდებლად სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის არის” ანნონა” თეატრალური კლუბის ქვეშ, ფასები მერყეობს 60 კაპიკიდან 1.20 რუბლამდე. ძირითადად მენიუშია: მწვადი, ბასტურმა, ჩიხირთმა, ლოქო, ფლავი. ფასებიც მითითებულია. საუბარია ტრანსპორტზეც, მაგალიტად აღწერილია ტრამვაის მარშრუტი, ქუჩები, გაჩერებები ყველაფერი მითიტებულია ფასები ფაეტონით მაგალითად ცენტრიდან ბოტანიკურში ღირდა 80 კაპიკი. საუბარია ფოსტაზე, ტელეგრაფზე, კლუბებზე. იმ დროისათვის თბილისშიყოფილა სამი კლუბი: გერმანული, არტისტების და სომხური კლუბი მისამართებით და ფასებით. ბანკები: იმპერიალი და ლორის მელიქოვის ბანკი. ექიმების, დენტისტების სახელებიც და მისამართებიც არის მოხდენებული. ბროშურა მიმოიხილავს თბილისი ისტორიას , მდებარეობას, მოსახლეობას, ღირშესანიშნაობებს, და სხვა. კარგად არის აღწერილი ბაზარი, საიდან რა მოდიოდა და რა იყიდებოდა, მაგალითად დაღესტნიდან, ყაბარდოდან და ოსეთიდან მოდის ყველაზე ღირებული შალის საქონელი,თოფები, სხვადასხვა საბრძოლო იარაღები, ვერცხლის და ოქროს ნაკეთობები ასევე ჩრდილო კავკასიიდან, ხალიჩების დიდი არჩევანია . აღნიშნულია რომ თბილისის ბაზარი არის ერთგვარი ჰაბი კავკასიაში. საუკეთესო საქონელი მოაქვთ ტბილისში რომ სარფიანად გაყოდონ. ასევე აღნიშნულია რომ ღვინის ბაზარი ქართველებს ეკუთვნით, აქ იყიდება საუკეთესო კახური ღვინოები (წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული და სხვა) , ფასი 25 კაპიკიდან 1 რუბლამდე ბოთლზე. საერთო ჯამში ტრანსკავავკასია აწარმოებდა წელიწადში 20 მილიონ ვედრო ღვინოს იმ დროისატვის. მოთხრობილია ასევე ეკლესიების შესახებ, მუზეუმების შესახებ, ბოტანიკური ბაღის ბილეთოს ფასიც კი არის მოცემული. სად ფეხით და სად ტრანსპორტით ჯობია წასვლა და ა შ, მოკლედ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე საუკუნის წინანდელ თბილისზე. თბილისის გარდა ასევე არის აღწერილი დარიალის ხეობა თავისი სოფლებით, მამისონიდან ქუთაისისკენ მიმავალი გზა და ა შ. თუ სურვილი გაქვთ წაიკითხოთ ზემოთ, აღნიშნულ წყაროზე დააქლიქეთ და მოძებნეთ კავკასია(გვერდი 445).
]]>
გაგაცნობთ საინტერესო პროექტებს , რომლებიც განახორციელა ნორვეგიის და იტალიის მთავრობებმა რამოდენინე წლის წინ. ნოვეგიაში არის პატარა დასახლება “რუკანი” , სადაც ცხოვრობს 3500 მოსახლე. დასახლება მდებარეობს ღრმა ხეობაში სადაც ზამთრის თვეებში, სექტემბრიდან მარტამდე, მზის სხივები ვერ აღწევს. რუკანი ითვლის 100 წლის ისტორიას, არის ინდრუსტრიული ქალაქი და თავს იწონებს 104 მ სიმაღლის ულამაზესი ჩანჩქერით, რაც XX საუკუნის დასაწყისში იქცა ელექტროენერგიის წყარო , მასზე ჰესის აშენების შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ როცა ჰესი აშენდა მოსახლეობისატვის გაკეთდა საბაგირო, რომლითაც ზამთრის თვეებში მცხოვრებლები ადიოდნენ მთის წვერზე მზის აბაზანის მისაღებად.
2013 წელს ქალაქის მუნოცოპალიტეტის დაკვეთით განხორციელდა ძალიან საინტერესო პროექტი: ხეობის მოპირდაპირე ქერდობზე დამონტაჟდა სამი გიგანტური სარკე, რომლებიც კომპიუტერული ტექნიკის დახმარებით მიყვებიან მზის სხივებს და არეკლილი სხივი ანათებს ქვემოთ ქალაქის ცენტრალურ მოედანს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა მოსახლეობა გამოდის გაარეთ და ეფიცხება მზის სხივებს. პროექტი დაჯდა 5 მილიონი ნორვეგიული კრონა (£544,000). (1)

2005 წელს ანალოგოური პროექტი განხოეციელდა იტალიის ქალაქ ვილადელაში, რომელიც დაშირებულია მილანიდან ჩრდილოეთით 130 კმ-ით.ცხოვრობს 200 მოსახლე, ძირითადად გერმანელი ბუდისტები. ქალაქი განლაგებულია ვიწრო ღრმა ხეობაში და შემოსაზრვრულია მაღალი მთებით. ზამთრის პერიოდში 11 ნოემბრიდან 2 თებერვლამდე მზის სხივები ვერ აღწევს ხეობაში. 2005 წელს ქალაქის მერის ინიციატივით შეგროვდა 100 000 ევრო და 2006 წელს დამონტაჟდა 40 კვადრატული მეტრი მოცულობის 1,1 ტონიანი სარკე ქალაქის მოპირდაპირე ბექობზე 1100 მ სიმაღლეზე. რა თქმა უნდა ეს სარკე მთელ ქალაქს ვერ გაანათებდა, მხოლოდ ერთი ადგილი იქნა შერჩეული ქალაქის ცენტრში ეკლესიის წინ. სარკე იმართებოდა კომპიუტერის მიერ, დაყვებოდა მზის სხივებს და არეკლილი სხივები ანათებდა ქალაქს. (2)
რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიები საინტერესოა და მისასალმებელი, მაგრამ პირადად ჩემთვის სხვა მხრივ მიიქცია ყურადღება. ორივე პროექტმა. პირველი: რამ აიძულა ეს ხალხი იცხოვროს ისეთ ადგილას , სადაც მზის სხივის დანახვა ენატრებათ, ალბათ ამასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია!? მეორე ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია: ეს ადამიანები გრძნობენ სახელმწიფოს ზრუნვას.ორივე ქვეყნის შემთხვევაში ხელისუფლება იყო ინიციატორი გაეუმჯობესებინა ცხოვრების პირობები ქალაქის მოსახლეობისათვის.. აქ ჩვენი მიტოვებული მთიანი რეგიონები გამახსენდა, სადაც ღმერთის წყალობით არც მზე გვაკლია, არც წყალი და არც ჰაერი, მაგრამ მოსახლეობისაგან მაინც იცლება ერთი მარტივი მიზეზის გამო- არ არსებობს ცხოვრების მინიმალური პირობები. იმედია რომელიმე ხელისუფლება როდესმე დაფიქრდება და მიიღებს ისეთ ზომებს, რაც მთის მოსახლეობა აგრძნობინებს რომ ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა. როდესაც ხელისუფლება ერთნაირად ზრუნავს ყველა მოქალაქეზე , მაშინ არის ქვეყანა შემდგარი როგორც სახელმწიფო.
ი. გრძელიშვილი 2014 წ
]]>