ყველამ ვიცით ან გვსმენია მაინც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ჩვენი
ჯანმრთელობისთვის. თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს არ
მივიღებთ, ჩვენი ორგანიზმი დასუსტდება, კანი დაკარგავს ახალგაზრდულ იერს
და სხვადასხვა დაავადების გაჩენის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.
? ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად და ბალანსის შესანარჩუნებლად,
აუცილებელია ყოველდღიურად 2-3 ლიტრი წყლის მიღება, სწორად შერჩეული
რეჟიმით.
? ბინულის აპლიკაციის დახმარებით დაადგენთ თქვენთვის საჭირო წყლის მიღების დღიურ ნორმას. ყოველი დღის ბოლოს კი შეძლებთ გაიგოთ რა რაოდენობის სითხე მიიღეთ და საკმარისია თუ არა ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.
? წყლის საჭირო რაოდენობით მიღების შემდეგ, ადამიანს კეთილმოსურნედ ეცვლება განწყობა, უჩნდება ბედნიერი მომავლის იმედი.
? წყაროს წყალი ბინული შეიცავს ყველა იმ ქიმიურ ელემენტს, რომელიც აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის და ოფიციალურად არის რეკომენდირებული ბავშვთა კვებაში.
ბინული – ? მეტი სიცოცხლე, ? მეტი წყალი!
]]>
წყალი ჩვენს ცხოვრებაში სასიცოცხლო როლს თამაშობს, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად პუნქტებს:
რასაკვირველია, ყოველ ცოცხალ ორგანიზმს წყალი ერთნაირი რაოდენობით არ სჭირდება, უწყლობაც, სხვადასხვა ორგანიზმს ერთნაირად არ აწუხებს. ჩვეულებრივად ადამიანისთვის საკმარისია დღეში 2 ლიტრი წყალი.
ხარისხიანი წყლის საჭირო რაოდენობით მიღების შემდეგ, ადამიანს კეთილმოსურნედ ეცვლება განწყობა, უჩნდება ბედნიერი მომავლის იმედი. გემრიელი და სასარგებლო წყალი, „ბინული” კი გაძლევთ ამის შესაძლებლობას. იგი შეიცავს ყველა იმ ქიმიურ ელემენტს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.
]]>პოლიეთილენის ბოთლები რომ ბუნების მტერია, ეს მსოფლიომ რამდენიმე წელია გააცნობიერა, რადგან მისი მეორადი გამოყენება ფაქტობრივად არ ხდება და ნაგვის სახით გვევლინება მთელს დედამიწაზე, ეს არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ მათი გადაყრა მდინარეებსა და ტბებში საფრთხეს უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს.
„ბინულის”ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ბუნებაზე ზრუნვაა, რადგან მის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა ყველას გვაკისრია
ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ეკოლოლოგიურად სუფთა გარემოს არსებობაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბინული ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც იყენებს მრავალჯერადი გამოყენების უმაღლესი ხარსისხის წყლის ჭურჭელს, რომლის განახლებასაც უმაღლესი ევროპული სტანდარტების დონეზე ახორციელებს. ამის საშუალებას კი იძლევა წარმოებაში დანერგილი პოლიკარბონატის ერთადერთი ჩამოსასხმელი მოწყობილობა მთელს ამიერკავკასიაში.
იზრუნო გარემოზე, ნიშნავს იზრუნო მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანრთელობაზე!
]]>უკრაინის კოლოიდური ქიმიისა და წყლის ქიმიის ეროვნული აკადემიის მკვლევართა მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი წყალი ბავშვის ორგანიზმისთვის მავნეა. კვლევის ხელმძღვანელი მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული რეაქციებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებისადმი, ასეთი წყალი არ დაალევინონ. ჩვენ მათ ვთავაზობთ წყლის უნიკალურ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პოლიკარბონატის მასალის ჭურჭელს.
გაუწყლოება, იგივე ექსიკოზი, განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მცირე ასაკის ბავშვებში. ბავშვის ორგანიზმი უფრო მეტ სითხეს შეიცავს, ვიდრე მოზრდილისა და ამიტომ გაუწყლოების მიმართ ის უფრო მგრძნობიარეა. ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ბავშვს დაალევინოთ სასარგებლო და ხარისხიანი წყალი, რომელიც მდიდარია ბუნებრივი მინარევებით და უნიკალური ქიმიური შემადგნელობით.
რეკომენდაცია:
წყლის მოთხოვნილება 1-3 წლამდე ბაშვებშვებში 1 კილოგრამზე დაახლოებით 80-100 მილილიტრს შეადგენს.

ამჟამინდელი კვლევების შედეგების მიხედვით, ბავშვების უმეტესობა დღის განმავლობაში არ იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს. ხშირად მათ ავიწყდებათ წყლის დალევა, მაშინაც კი, როდესაც უჩნდებათ ამის მოთხოვნილება. ამიტომ აუცილებელია, შევახსენოთ მათ, დღის განმავლობაში ხშირად მიირთვან წყალი, რათა არ მოხდეს მათი სხეულის გაუწყლოება.
თქვენი პატარას სხეულმა რომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება, უნდა მიიღოს საჭირო რაოდენობის სუფთა წყალი და ისეთი სახის საჭმელი, რომელიც ასევე შეიცავს სასარგებლო წყალს. ბავშვის ორგანიზმმა უნდა აინაზღაუროს წყლის ის რაოდენობა , რომელიც დღის განმავლობაში, ოფლის, შარდის გამოყოფის თუ სუნთქვის დროს დაკარგა. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი ადრეული ასაკიდან მიაჩვიოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, რაც გულისხმობს, რომ მან წყალი დალიოს სახლში, სკოლაში და ასევე ნებისმიერ ადგილას, მაშინაც კი, როდესაც მის გვერდზე არ იმყოფებით. გაითვალისწინეთ, წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
სასარგებლო წყლის მიღების შემდეგ თქვენი ოჯახის თითოეული წევრი შეძლებს იყოს ჯანმრთელი, ხალისიანი და ლამაზი. ამაში კი ჩვენი ნატურალური, ხარისხიანი და გემრიელი წყალი „ბინული” აუცილებლად დაგემხარებათ.
]]>